qmark1

ჩვენ შესახებ

საბაზრო ეკონომიკაში არსებული კონკურენციის პირობებში ორგანიზაციები მუდმივად ეძებენ ალტერნატივას, დაარწმუნონ დამკვეთი თუ მომხმარებელი შეიძინონ მათი პროდუქცია ან ისარგებლონ მათი მომსახურებით. ერთ-ერთი ასეთი ძირითადი საშუალებაა, ორგანიზაციამ წარმოადგინოს პროდუქციის (საქონელი, მომსახურება, სამუშაო) საუკეთესო ხარისხის დამადასტურებელი მოწმობები, გაცემული დამოუკიდებელი ექსპერტების, საინსპექციო ან საგამოცდო ორგანოების მიერ. სწორედ ამიტომ შემუშავდა შესაბამისი მეთოდური უზრუნველყოფა  პროგრამისთვის: “ხარისხის ნიშანი – ქართული ხარისხი”, რომლის სერტიფიკატი და ემბლემა შეიძლება გამოყენებულ იქნას საქართველოს მთელს ტერიტორიაზე, როგორც პროდუქციის (საქონელი, მომსახურება, სამუშაო) მაღალი ხარისხის დამადასტურებელი საერთო ნაციონალური მოწმობა.

 

 

პროგრამას “ხარისხის ნიშანი – ქართული ხარისხი” არეგულირებს 8 დებულება, რომელიც წარმოადგენს ჩვენს ინტელექტუალურ საკუთრებას:

  • დებულება პროგრამის “ხარისხის ნიშანი” შესახებ;
  • დებულება “ხარისხის ნიშნის” ემბლემის შესახებ;
  • დებულება პროგრამით გათვალისწინებული სამუშაოების ჩატარების შესახებ;
  • დებულება ხარისხის შეფასების სამუშაო პროგრამების შესახებ ;
  • დებულება ხარისხის შეფასების წესზე;
  • დებულება ექსპერტთა შესახებ;
  • დებულება საექსპერტო ანგარიშებზე;
  • დებულება უფლებამოსილ ორგანიზაციებზე;

 

პროგრამის მიზანია საუკეთესო ხარისხის პროდუქციის, მომსახურებისა თუ სამუშაოს გამოვლენა და მათ შესახებ მომხმარებელთათვის ინფორმაციის მიწოდება. პროგრამის რეალიზაცია ხელს შეუწყობს ქართული პროდუქციის კონკურენტუნარიანობის ზრდას და შიდა ბაზარზე მაღალხარისხიანი უცხოური პროდუქციის დამკვიდრებას.

პროგრამა  არ არის დაფუძნებული კონკურსის წესზე, შესაბამისად არ ითვალისწინებს პროდუქციის შედარებით შეფასებას. 

 

                    „ხარისხის ნიშნი -ქართული ხარისხის“  სარგებელი:

  • კომპანიებს აძლევს საშუალებას ნებაყოფლობით მიიღონ მამტკიცებელი და ავტორიტეტული დადასტურება საკუთარი პროდუქციის/მომსახურების მაღალი ხარისხის შესახებ;
  • ხარისხის ნიშანი მომხმარებლებს აძლევს საშუალებას მარტივად ამოიცნონ პროფესიონალთა მიერ აღიარებული საუკეთესო ხარისხის მომსახურება/პროდუქცია;
  • კომპანიებს აქვთ შესაძლებლობა, დამკვეთებსა და სხვა დაინტერესებულ მხარეებს (მაგ: სერტიფიკაციის ორგანოს, სატენდერო კომიტეტებს, სადაზღვევო კომპანიებს, სახელმწიფო ორგანოებს) წარუდგინონ პროგრამით გათვალისწინებული საექსპერტო შეფასებისა და ტესტირების შედეგების ანგარიში, როგორც მომსახურების/პროდუქციის მაღალი ხარისხის დოკუმენტალური მტკიცებულება;
  • ხარისხის ნიშნის მფლობელ კომპანიას/ორგანიზაციას აქვს საშუალება ჩაებას ყველა იმ ღონისძიებაში, რომელსაც ყოველწლიურად, მაღალი ხარისხის მომსახურების/პროდუქციის გამოსავლენად, მართავს ხარისხის ასოციაცია.