Gqf

ჩვენ შესახებ

საქართველოს ხარისხის ფონდი

 

საქართველოს ხარისხის ფონდი, როგორც არასამთავრობო, არაკომერციული ორგანიზაცია 2003 წლის თებერვლიდან ფუნქციონირებს საქართველოში. იგი, თავდაპირველად, ფონდი “ქართული ხარისხის” სახელწოდებით დაარსდა.

ფონდის  მთავარი მისიაა საქართველოში ცხოვრების დონის ამაღლება, ხარისხიანად  მართვის  კულტურის დამკვიდრება, ხარისხის სფეროში გლობალური პროცესების ინტეგრაცია,  პროფესიონალთა გადამზადება, სასწავლო პროგრამების შემუშავება და უზრუნველყოფა,  სამომხმარებლო ბაზრის განვითარება და ხარისხის მნიშვნელობისა და უპირატესობის წარმოჩენა.

 

ფონდის მიზანია, თანამედროვე სტანდარტების დანერვით  წარმოაჩინოს წარმატებული ბიზნეს-საქმიანობა, შეიმუშაოს წახალისების სხვადასხვა ფორმა, აამაღლოს მომხმარებელთა ცნობიერება პროდუქციისა და მომსახურების შესახებ და ხელი შეუწყოს მომხმარებელთა უფლებების დაცვას.

საქართველოს ხარისხის ფონდი   ხარისხის საკითხებზე  მომუშავე ინსტიტუტებისა და  პროფესიონალების ჩართულობით, ასევე საგანმანათლებლო  სისტემების ხელშეწყობითა და ხარისხის ფილოსოფიის,  პრინციპების, ტექნიკისა და ინსტრუმენტების გამოყენებით ხელს  უწყობს  მართვის ორგანიზაციული  ღირებულებების პრაქტიკაში  დანერგვას.

 

საქართველოს ხარისხის ფონდი დაინტერესებულ კომპანიებს სთავაზობს:

  • საერთაშორისო სტანდარტების ISO დანერგვასა და სერტიფიცირებას;
  • CE მარკირებას;
  • პერსონალის სწავლებასა და სერტიფიცირებას ევროპის ხარისიხს ორგანიზაციის (EOQ) ჰარმონიზებული სქემის შესაბამისად;

 

ფონდის საქმიანობა ჩაფიქრებულია, როგორც უწყვეტი ეროვნული მოძრაობა მაღალი ხარისხის, სტანდარტებისა და  სრულყოფილებისაკენ.