Georgian Association for Quality1

ჩვენ შესახებ

 საქართველოს ხარისხის ასოციაცია (GAQ) არის ხარისხის სფეროში პირველი და ერთადერთი არასამთავრობო, არაკომერციული, დამოუკიდებელი  და ბიზნესის, მეცნიერებისა და ხარისხის პროფესიონალთა გაერთიანება  საქართველოში, დაფუძნებული  დემოკრატიულ და თვითმართველობის პრინციპებზე და თანამშრომლობს საქართველოში მოქმედ პროდუქტისა და მომსახურების მწარმოებელ ნებისმიერ ორგანიზაციასთან.

საქართველოს ხარისხის ასოციაცია არის ევროპის ხარისხის ორგანიზაციის (EOQ)  ნაციონალური წარმომადგენლობა საქართველოში ხმისა და ვეტოს უფლებით.

ასოციაციის  მიზანია, ორგანიზაციების ყოველდღიურ პროცესებში ჩართვისა და მათი ერთობლივი მონაწილეობის მეშვეობით, დანერგოს მაღალი ხარისხის სტანდარტები, ხელი შეუწყოს თანამედროვე საქმიანი გარემოს განვითარებასა და ინოვაციური იდეების განხორციელებას, სამომხმარებლო ბაზარზე კონკურენტუნარიანი პროდუქციის დამკვიდრებასა და სამამულო პროდუქციის ექსპორტის განვითარებას, ადგილობრივი მეწარმეობა – მომსახურების  საერთო ინტერესების განმტკიცებასა და რესურსების სისტემურად გამოყენებას.

ასოციაციის მთავარი პრიორიტეტი  თავისი წევრი კომპანიების ინტერესების დაცვა, ხელისუფლების ყველა შტოსთან და თითოეულ მომხარებელთან კომუნიკაციის დამყარება, სამომხარებლო ბაზრიდან ფალსიფიცირებული პროდუქციის განდევნა და ხარისხიანი პროდუქცია – მომსახურების დამკვიდრებაა.

საქართველოს ხარისხის ასოციაცია, დაინტერესებულ ორგანიზაციებს, რომლებიც ქმნიან ხარისხიან პროდუქციას/მომსახურებას და ორიენტირებულები არიან მაღალი სტანდარტებისა და ხარისხის მუდმივ სრულყოფაზე, სთავაზობს ასოციაციის წევრობას.

ასოციაციის გამგეობის გადაწყვეტილებით, საზოგადოებრივი ცხოვრების სხვადასხვა სფეროებში, ასევე პედაგოგიურ-სამეცნიერო და ბიზნეს საქმიანობაში განსაკუთრებული მიღწევების მქონე პიროვნებებს, ენიჭებათ საქართველოს ხარისხის ასოციაციის  საპატიო წევრობა.

 

ხარისხის ასოციაციაში გაწევრიანება ნიშნავს, რომ:

  • კომპანია ზრუნავს ხარისხის ცნობიერების ამაღლებაზე სამომხმარებლო ბაზარზე;
  • კომპანია ორიენტირებულია ხარისხის თანამედროვე სისტემების დანერგვისკენ;
  • კომპანია ესწრაფვის ხარისხის სფეროში საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებას;
  • კომპანია ძლიერია წარმოებული პროდუქცია/მომსახურების ხარისხის თვალსაზრისით და გამოცდილების გაზიარების მომხრეა;
  • კომპანია ზრუნავს ეფექტიანობაზე, ცდილობს დახვეწოს მენეჯმენტის შიდა სისტემა;
  • კომპანიისთვის მნიშვნელოვანია ხარისხის მუდმივი გაუმჯობესება, რასაც ტრენინგების ჩატარებითა თუ კონფერენციებსა და კონგრესებში მონაწილეობით აღწევს;
  • კომპანია ზრუნავს საერთო სამომხმარებლო ბაზრის გაუმჯობესებაზე და კონკურენტუნარიანი გარემოს შექმნაზე საქართველოში.

 

საქართველოს ხარისხის ასოციაციის წევრობის სარგებელი:

  • მესამე, დამოუკიდებელი მხარის მიერ აღიარება, დახმარება/წახალისება ხარისხის საკითხებში;
  • კომპანიის ლოგოსა და საქმიანობის შესახებ ინფორმაციის განთავსება ვებ-გვერდზე;
  • GAQ ლოგოს გამოყენების უფლება პროდუქციის/მომსახურების ეტიკეტებზე, ასევე ნებისმიერი სახის სარეკლამო და პრომო-მასალებში;
  • საქართველოს ხარისხის ასოციაციის პროექტებში აქტიური მონაწილეობის უფლება სპეციალური ტარიფებით: ‘’ხარისხის დღე’’, ‘’ხარისხის კვირეული’’, დაჯილდოებები, პრეზენტაციები;
  • ეროვნულ პროექტში ‘‘ხარისხის ნიშანი’-ქართული ხარისხი“ სპეციალური პირობებით მონაწილეობა;
  • ევროპის ხარისხის ორგანიზაციის და მისი 40 წევრი ქვეყნის სიახლეები ხარისხის სფეროში, ტრენინგების, სწავლებების, ვორქშოფების, გამოფენების, სემინარების, პროექტების, კონგრესების შესახებ ინფორმაციის მიწოდება და მონაწილეობის შესაძლებლობა;
  • საქართველოს ხარისხის ასოციაციის მიერ დაგეგმილ სემინარებში, პერსონალის გადამზადების და კონფერენციებში მონაწილეობის უფლება;
  • საერთაშორისო ბიზნესკონტაქტები – კონსულტაციები და დახმარება საერთაშორისო ბაზარზე პარტნიორების მოძიებაში, მათთან მოლაპარაკებების ეტაპის უზრუნველყოფა;
  • ხარისხის კუთხით ნებისმიერი პროექტისა და წამოწყების (განხორციელების) შემთხვევაში სრული მხარდაჭერა;
  • ივენთ-მენეჯმენტი – ერთობლივი ღონისძიებების დაგეგმვა, პროდუქციის/მომსახურების წარმოსაჩენად;
  • პარტნიორული ურთიერთობები დამყარება საერთაშორისო ორგანიზაციებთან და ბიზნეს-გაერთიანებებთან, ასევე ევროპის ხარისხის ორგანიზაციის 40 ქვეყნის000 კომპანიასთან და 70 000 რეგისტრირებულ ექსპერტთან.