logossd

ჩვენ შესახებ

საქართველოში ხარისხის ამაღლებისა და ხარისხის მართვის თანამედროვე სისტემების დანერგვის ხელშეწყობის მიზნით, 2003 წლის 26 თებერვალს დაარსდა ფოდნი „ქართული ხარისხი“. ამ თარიღიდან იწყება ხარისხის მოძრაობა საქართველოში, რომელიც იმთავითვე ჩაფიქრებული იყო, როგორც უწყვეტი ეროვნული მოძრაობა მაღალი ხარისხისა  და საერთაშორისო სტანდარტებისაკენ. 

იმავე წელს, დამოუკიდებელ საქართველოში  პირველად, საფუძველი ჩაეყარა  პროგრამას ხარისხის ნიშანი –ქართული ხარისხი“. პროგრამის განსახორციელებლად შეიქმნა დოკუმენტების კრებული, რომელიც შედგება 7 დებულებისგან და წარმოადგენს ჩვენ ინტელექტუალურ საკუთრებას.

2005 წლის ნოემბრიდან საქართველოს ხარისხის ფონდი ხდება ევროპის ხარისხის ორგანიზაციის (EOQ)წევრი. ამ მეტად პრესტიჟულ ორგანიზაციაში გაერთიანებულია ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის 56 ქვეყანა.

საქმიანობის ეფექტურად წარმართვისა და დაკისრებული ამოცანების უკეთ განხორციელების მიზნით გადაწყდა საქართველოს ხარისხის ასოციაციის შექმნა, რომელიც თავისი უფლებამოსილების პარალელურად ააიპ „ხარისხის ნიშნის“ და „საქართველოს ხარისხის ფონდის“ საქმიანობას „ერთი ქოლგის ქვეშ“  პრინციპით განახორციელებდა.

2007 წლიდან ჩვენი ორგანიზაცია არის საქართველოს ნაციონალური წარმომადგენელი ევროპის ხარისხის ორგანიზაციაში ხმისა და ვეტოს უფლებით, ხოლო საქართველოს ხარისხის ასოციაციის პრეზიდენტი გრიგოლ კუნჭულია არჩეულია ევროპის ხარისხის ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის წევრად.

საერთაშორისო ურთიერთობებისა და ევროპის სტრუქტურებში ინტეგრაციის გაღრმავების კვალდაკვალ საქართველოს ხარისხის ასოციაცია 2010 წელს ხდება ევროპის მისტიურ კლიენტთა პროვაიდერთა ასოციაციის (MSPA), ხოლო 2014 წელს ხარისხის მენეჯმენტის ევროპული ფონდის (EFQM) წევრი.

საერთაშორისო ურთიერთობისა და პარტნიორი ორგანიზაციების უდიდესი ნდობის გამოვლინება იყო 2011 წლის ნოემბერში ევროპის ხარისხის ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის სხდომის ქ.თბილისში, ხოლო 2015 წლის ივნისში აღმოსავლეთ ევროპის ტრადიციული, ყოველწლიური პროექტის „ხარისხის თანავარსკვლავედი“ აჭარაში ჩატარება.  „ხარისხის თანავასრკვალვედი 2015“-ის ფარგლებში ჩატარდა ხარისხის პროფესიონალთა საერთაშორისო გილდიის სხდომა, სადაც ერთხმად იქნა მიღებული გადაწყვეტილება საქართველოდან  პირველი წარმომადგენლის,  ხარისხის ასოციაციის პრეზიდენტის გრიგოლ კუნჭულიას ხარისხის საერთაშორისო გილდიის შემადგენლობაში არჩევის შესახებ.

ევროპის ხარისხის ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის სხდომაზე, რომელიც 2015 წლის 10 ივნისს ქალაქ ათენში გაიმართა,  მიღებულ იქნა გადაწყვეტილება ქართული ხარისხის ნიშნის ევროპული აღიარების პროცედურის დაწყების შესახებ.

ჩვენს მიერ შემუშავდა და ინტელექტუალური საკუთრების  მოწმობებით დადასტურდა ისეთი მეთოდური ნაშრომები, როგორიცაა:

  • „ხარისხის კონტროლისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის სახელმწიფო სამსახურის შესახებ“
  • სანი -“სახალხო ნიშანი“,
  • „საქართველოს ხარისხის პრემიის დაწესების შესახებ“
  • „ხარისხის ნიშანი – ქართული ხარისხი“
  • „მეკობრეობის“ წინააღმდეგ ბრძოლის აქცია-კონცერტი

სხვადასხვა დროს, ხარისხის პრომოუშენის მიზნით არაერთი უპრეცედენტო პროექტი განხორციელდა: კვების პროდუქტების სახალხო და პროფესიული დეგუსტაციები; სამრეწველო პროდუქციის ტესტირებები. პოპულარობითა და მაღალი რეიტინგებით სასრგებლობდა სატელევიზიო გადაცემა –  „ხარისხის ნიშანი“ (პირველი ახრი), „ტვ ტესტი“ (ტელეკომპანია „მზე“), „ხარისხიანი დილა“ (ტელეკომპანია „მზე“).

ტელეგადაცემების წარმატებამ გადაგვაწყვეტინა კიდევ ერთი, მეტად საინტერესო და ინოვაციური პროექტისათვის მიგვეცა დასაბამი და ჩამოგვეყალიბებინა „ხარისხის არხი – Quality Channel“.ამჟამად პროექტი დაკონსერვებულია.

საყოველთაო აღიარება და პოპულარობა დაიმსახურა პროექტმა „აჭარის ხარისხის კვირეული“, რომელიც 2009-2011 წლებში, ზაფხულის პერიდოდში ქ. ბათუმში ჩატარდა.

წარმატებულია ჩვენი პროექტი „ევროპის ხარისხის კვირეული საქართველოში“, რომელიც ტრადიციულად ყოველ ნოემბერს ტარდება და ხარისხის სფეროში ქვეყნის მიღწევების, საუკეთესო პროდუქციისა და მომსახურების გამოვლენის, ხარისხის პრომოუშენისა და სოციალური პასუხისმგებლობის პოპულარიზაციას ემსახურება.

საქართველოს ხარისხის ასოციაციისა და ევროპის ხარისხის ორგანიზაციის პერსონალის მომზადების ცენტრის მიერ გადამზადდა 25-ზე მეტი ხარისხის ქართველის პროფესიონალი, რომლებმაც ევროპული კვალიფიკაციის დამადასტურებელი მოწმომები მიიღეს. სწორედ მათი კონსულტაციით და ჩვენი დახმარებით ISO საერთაშორისო სერტიფიკატი 20-ზე მეტ ქართულ კომპანიას მიენიჭა. ასევე, პირველად საქართველოში,  წარმატებით განხორციელდა CE მარკირების პროცესი.

აღსანიშნავია საქართველოს ხარისხის ასოციაციის  სოციალურო პროექტი “ერთად ვიზრუნოთ ხარისხზე“, რომელშიც საზოგადოებაში ცნობილი სახეების მონაწილეობით განხორციელდა.

ხარისხის საერთაშორისო თანამეგობრობაში ჩვენმა აქტიურმა ჩართულობამ განაპირობა ჩვენი ორგანიზაციის კიდევ ერთ პრესტიჟულ საერთაშორისო ორგანიზაციაში წევრად მიღების პროცედურის დაწყება. კერძოდ, საქართველოს ხარისხის ასოციაცია წევრიანდება აზიის ხარისხის კავშირში (Asian Network for Quality), რომელიც აზიის, ახლო აღმოსავლეთისა და ოკეანიის ხარისხის ნაციონალურ ორგანიზაციებს აერთიანებს.

ჩვენი და  მეგობარი ქვეყნების საუკეთესო გამოცდილება და მათი მხარდაჭერა გვაძლევს შესაძლებლობას პირველად დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, შევიმუშავოთ  ეროვნული პოლიტიკა ხარისხის სფეროში, რომელიც მაღალი ხარისხისა და საერთაშორისო სტანდარტების დამკვიდრებასა და საქართველოში ცხოვრების ხარისხის დონის ამაღლებას შეუწყობს ხელს.

ხარისხის ეროვნული პოლიტიკის მთავარი სტრატეგიული მიზანს საქართველოში ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება წარმოადგენს ეს მიზანი ჩამოყალიბებულია, როგორც  ცვლილებების პროცესი, სადაც განათლებისა და პროფესიული მომზადების რესურსების რაციონალური გამოყენება, ინვესტიციებსა და ტექნოლოგიური განვითარებაზე ორიენტირება, ორგანიზაციული  სტრუქტურების, ასევე დაწესებულებებისა და მოქალაქეების ურთიერთქმედების საერთო ჩვევების განვითარება    ქართული საზოგადოების მიმდინარე და სამომავლო საჭიროებებთან შესაბამისობაში იქნება მოყვანილი.